ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2016 წელს ქობულეთის „სანდასუფთავების“ დირექტორმა 6 057 ლიტრი ბენზინი გამოიყენა, რაც 3 073 ლიტრით აღემატება გათვალისწინებულ რაოდენობას.
შპს „სანდასუფთავება” ბათუმის მერიის საკუთრებაშია. კომპანიის დირექტორზე განპიროვნებული მანქანა Toyota Wish ასი კილომტრის გავლას, საშუალოდ, 13 ლიტრ ბენზის მოახმარს. საწვავი, რომელიც დირექტორმა გადამეტებით დახარჯა, მას დაახლოებით 25 000 კილომეტრზე ეყოფოდა.