Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სამინისტრო: სსსმ მოსწავლეებისთვის ინტელექტის შესაფასებელი ტესტი შეიქმნა

20 თებერვალი, 2018 17:50

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის ინტელექტის შესაფასებელი ტესტი შეიქმნა. 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“  საერთაშორისოდ აღიარებული ინტელექტის შესაფასებელი ტესტის (TONI-4) ქართულ ნორმებზე სტანდარტიზაცია და ადაპტაცია განახორციელა, რომლის გამოყენების უფლება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდს მიენიჭა.

„ტესტი არავერბალური ინტელექტის შესაფასებელია, რაც გულისხმობს იმას, რომ რესპონდენტს შეფასების პროცესში არ მოეთხოვება ლაპარაკი, კითხვა, წერა ან მოსმენა. ამდენად, ის იდეალური ინსტრუმენტია სმენის და მეტყველების სირთულეების მქონე მოსწავლეთა უნარებისა და პროგრესის შეფასებისთვის. ტესტი ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე და სტანდარტიზებულია ნორმებზე. შედეგად, ტესტის ჩატარების შემდეგ, შესაბამის ქულებზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდი დაადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

ინტელექტის შესაფასებელი ტესტის შექმნის მიზანია, მოსწავლეთა შეფასება საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებისთვის, რომელიც მოიცავს აკადემიური და კოგნიტური უნარების შეფასებას. მომავალში სსსმ და შშმ მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების შეფასება ამ ტესტის საფუძველზე იწარმოებს“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^