Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთარ დანელია: ინფრასტრუქტურის მინისტრი სათანადოდ ვერ აღიქვამს ფაროსანას საშიშროებას

21 თებერვალი, 2018 14:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ოთარ დანელიას აზრით, ინფრასტრუქტურის მინისტრი სათანადოდ ვერ აღიქვამს ფაროსანას პრობლემას საქართველოში და ეს შემაშფოთებელია. მისი თქმით, უწყებათშორისი კომისიის მუშაობაში, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს გეგმავს, ზურაბ ალავიძე თითქმის არ მონაწილეობს.

„მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რაც ჩვენ გვექნება მიმდინარე წელს. მე შეგახსენებთ, გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას ფაქტობრივად გადაუარა ფაროსანამ და ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ფაქტობრივად არ ესწრება შეხვედრებს, ის ტოვებს მათ დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში.“ - თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა. სამაგიეროდ, დანელიამ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელმაც მისი აზრით, ფაროსანასთან ბრძოლის კარგი მოსამზადებელი გეგმა შეიმუშავა და ბევრი იმუშავა ამისთვის.

ოთარ დანელიამ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, რომ უწყებათშორის კომისიას მან უხელმძღვანელოს, რათა პარაზიტის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანად დაიგეგმოს. „მე მოვუწოდებ პრემიერმინისტრს, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს კომისიას, ვინაიდან ამაზე დიდი საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს, ის არაფრით ჩამოუვარდება იმ ვითარებას, რაც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და მთვრობის იმავე ფორმით კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^