Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატი მათიკაშვილი: სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი

21 თებერვალი, 2018 15:33

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომიდან დღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიმართა.

„სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი. იმ სიგრძით ამაყობს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებაში. კაცმა უნდა იამაყოს მაღალი რეპუტაციით, ღირსებით, ქალებთან ღირსეული დამოკიდებულებით, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი იყო და არის დაცლილი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც ექვსი წლის წინ ჩამოგვაცილა ის სირცხვილი, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა”, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ეთერში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი სავალალო მდგომარეობაშია და ასეთი სიტუაციაში ყოფნას საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ უსურვებდა.

„მე ვფიქრობ, ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები. თავისსავე ტყუილებში და ხალხის მოტყუებაში, რა თქმა უნდა, მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ კონკრეტულად ამ პირზე - ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა - ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ, რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა - ქალბატონო, მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ და თქვენ მახინჯი ხართ. ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! ოღონდ, ხვალ დილას მე გამეღვიძება და მე უკვე ვიქნები ფხიზელიო. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს.

მინდა, ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი, თავისი მასშტაბების გამო, იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც ჩემზე მოწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონს პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ მალე ქართველი ხალხი მისწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^