გუშინ პატრულის თანამშრომლებმა თბილისში 10 წლის ბავშვი დაკარგული იპოვეს. დათო ნოზაძე ხაშურიდანაა. როგორც ის ამბობს, სახლიდან დაუკითხავად ზოოპარკის სანახავად წამოვიდა.
პატრულის თანამშრომლებმა ის უკვე სახლში დააბრუნეს. ამის შესახებ „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. სავარაუდოდ, ბიჭმა ზოოპარკის ნახვა ვერ შეძლო, რადგან ის ღამით დაკეტილია. პატრულმა ბიჭი ქუჩაში მარტო მიმავალი შეამჩნია. სახელისა და გვარის გარკვევის შემდეგ ის ხაშურში წაიყვანეს.
შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას „პალიტრანიუსი" ავრცელებს.