Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბ ალავიძე: ოთარ დანელიას განცხადება ჩემთვის გაუგებარია

21 თებერვალი, 2018 16:21

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ოთარ დანელიას განცხადება, რომ ფაროსანას საშიშროებას სათანადოდ არ აფასებს და ამ თემაზე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებს რამდენიმე წუთში ტოვებს.

„სხდომაზე ვიჯექი ჩვეულებრივად, დაახლოებით ერთი საათი. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მობილიზებულები ვართ თავიდან ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ყოველ შემთხვევაში, წელს დიდი რაოდენობით შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანაზე გვაქვს. ერთ წელიწადში ამის მთლიანად მოგვარება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ დღეს თქვა, რომ უწყებათშორისი კომისიის მუშაობაში, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს გეგმავს, ზურაბ ალავიძე თითქმის არ მონაწილეობს.

„მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რაც ჩვენ გვექნება მიმდინარე წელს. მე შეგახსენებთ, გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას, ფაქტობრივად, გადაუარა ფაროსანამ და ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი, ფაქტობრივად, არ ესწრება შეხვედრებს, ის ტოვებს მათ დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში.“ - თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^