გერმანიიდან გუშინ საქართველოს 65 მოქალაქე საქართველოში დააბრუნეს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია - უკან დააბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - აცხადებს შსს