Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შორენა გუნცაძე, რომელმაც „ბახალას" 8 წელი მიუსაჯა, უვადო მოსამართლედ დაინიშნა

22 თებერვალი, 2018 17:35

მოსამართლე შორენა გუნცაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი მოსამართლედ 65 წლის ასაკამდე იმუშავებს. შორენა გუნცაძე 1973 წელს არის დაბადებული.

გუნცაძის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს შორის არის გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) გამამტყუნებელი განაჩენი. „ბახალას“ მოსამართლემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბახალას“ გამოძიება 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. თავად ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება (რომ სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი ნაროტიკები ქორიძეს ეკუთვნოდა).

დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ გიორგი გიორგანაშვილის წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა შეთანხმებული მტკიცებულებების ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. შესაბამისად, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს უნდა მიეღო, გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობა იყო.

გარდა ამისა, „ბახალას" გამატყუნებელი განაჩენის შემდეგ, განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. საია მიიჩნევს, რომ არსებობდა ძალიან ძლიერი არგუმენტები, იმის თაობაზე რომ 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს არაპროპორციულ და შესაბამისად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო სასჯელს.

საიამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე არ შეაჩერა საქმის განხილვა და წარდგინებით არ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

საიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა იძლეოდა შესაძლებლობას, მოსამართლეს გამოეტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვისათვის თუნდაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოსულიყო კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტთან.

როგორც საია აღნიშნავდა, „თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ".

შორენა გუნცაძის ბიოგრაფია:

გუნცაძე სამოსამართლეო საქმიანობას 2005 წლიდან ეწევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ.

2009 წლის 15 ივნისიდან მიავლინეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ მუშაობდა 2010 წლის 1 ნოემბრამდე. 

2010 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე მოსამართლედ მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2013 წლის 1 იანვრიდან მოსამართლედ მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^