Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას წერდა 2013 წლის 17 მაისს ლილი მსხილაძე, რომელიც დღეს უვადო მოსამართლედ დაინიშნა

22 თებერვალი, 2018 18:31

მოსამართლე ლილი მსხილაძე, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეა, დღეს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსამართლის 2013 წლის 17 მაისს დაწერილი პოსტი: 

„გეების პარადი დასაშვებად ქართულ ხასიათში არასოდეს არ ჩაჯდება და ყოველთვის ამგვარ გულისწყრომას გამოიწვევს".

ლილი მსხილაძე დაიბადა 1963 წლის 6 მაისს ქ. სამტრედიაში.
1986  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, საერთო სპეციალიზაციით.

1987-1999 წლებში მუშაობდა ვაკის რაიონის ადვოკატურაში, ადვოკატად.

1995-1999 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი პიროვნება - თავისუფალი საზოგადოების” წევრი.

1999-2005 წლებში იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე.

1999-2005 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ წევრი, გამგეობის წევრი.

2005-2009 წლებში ირიცხებოდა საერთო სასამართლოების რეზერვის მოსამართლედ.

2009 წელს მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის მრჩევლად.

2010-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.

2010 წელს იყო კონსტიტუციური სამართლის ლექტორი დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტ „იბერიაში“, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2011-2013 წლებში მუშაობდა თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, სისხლის სამართლის ლექტორად.

2014 წელს მუშაობდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს სამართალმცოდნეობის შესავალში.

2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი.

2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი, სისხლის სამართლის მიმართულებით.

2015 წლის 1 მაისს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^