„ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“ - გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ვიდეორუბრიკას იწყებს. პირველი მარტიდან აბიტურიენტები ყოველ ხუთშაბათს ტესტურ დავალებებზე მუშაობასთან დაკავშირებულ რჩევებსა და რეკომენდაციებს უშუალოდ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელისაგან მიიღებენ. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში განიხილავენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს, ტესტზე მუშაობის პრინციპებს. ვიდეომასალა გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდსა და Facebookგვერდზე.
ცენტრის განმარტებით, ინიციატივის მიზანი აბიტურიენტთა ხელშეწყობაა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რუბრიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა.