Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავითაშვილი: ფაროსანა უბრალოდ მწერია და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულია

26 თებერვალი, 2018 12:04

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ფაროსანა პარლამენტში განხილვის მთავარი თემა არ უნდა იყოს. მისი განმარტებით, ფაროსანა არის სასოფლო-სამეურნეო მწერი და მასზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულიც არის. 

„ვფიქრობ, რომ ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი განხილვის მთავარი თემა. რადგან მის გარდა ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი. ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის მწერი, უბრალოდ, და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს. არაერთი შეხვედრა ყოფილა ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებთან ერთად, იყო სხვადასხვა ფორმატში ამის განხილვა. ვფიქრობ, როცა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკის ნაწილში ამაზე ყურადღება ნამდვილად არ უნდა გამახვილდეს, ეს ჩემი აზრია და ამაზე პარლამენტარებს მეც ვეტყვი.

სამწუხაროდ, პოლიტიზებული იქნა ეს თემა, არადა, არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმდინარე გამოწვევა. ამ საკითხზე კომუნიკაცია ფერმერებთან 2017 წელს დაიწყო და შედგა. 2018 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრულად მომზადებული ხვდება, ჩატარებულია ყველა ის მოსამზადებელი სამუშაო, რაც საჭიროა ჩვენი ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მერწმუნეთ, ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

გამოდარების შიში გურიაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^