„ვიზალიბერალიზაცია, რისთვისაც დღევანდელი შეხვედრა გაიმართა, საქართველოსთვის ნამდვილად დიდი მონაპოვარია და ჩვენ უფლება არ გვაქვს, არასახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„საქართველოს ეკლესიისთვის ეს საკითხი ძალიან მტკივნეული საკითხი გახლავთ. ვგულისხმობ იმას, რომ მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს. საქართველოს მოქალაქეები ხშირად თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით და სამუშაოს საძიებლად მიემგზავრებიან. შესაბამისად, ეკლესია ყოველთვის ცდილობს, ამ ადამიანებს შეაგონოს, რომ იქნებ, რაღაც გამოსავალი აქ ადგილზე იპოვონ და სხვა ქვეყანაში თავშესაფარი არ ეძებონ. აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაცია, რისთვისაც დღევანდელი შეხვედრა გაიმართა, საქართველოსთვის ნამდვილად დიდი მონაპოვარია და ჩვენ უფლება არ გვაქვს, არასახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ, რადგან ერთია, მე პირადად რა მჭირდება და მეორეა – ჩვენს ქვეყანას რა სჭირდება“, – განაცხადა დეკანოზმა.
NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა.