
აუდიტის ანგარიშის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამოიყო 28 000 000 ლარი. ხოლო 2016 წელს 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ - 3 044 030 ლარი.
ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებებს მიეკუთვნებოდა:
მსოფლიო კლასის არენა შოუ - 4; რეგიონული კონცერტი ქვეყნის 17 ქალაქში - 46 აქტივობა; ბათუმის ქუჩის წარმოდგენები - 40 აქტივობა; ბათუმის კოლონადებთან და კორტებზე გამართული კონცერტები და ა.შ. უცხოელ შემსრულებელთა - ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და MAROON 5-ის კონცერტებზე ბილეთები გაიყოდა, პროექტის დანარჩენ ღონისძიებებზე დასწრება კი უფასო იყო.
როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, სსიპ „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის“ მიერ 2016 წელს 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ - 3 044 030 ლარი. გაუყიდავი ბილეთების რაოდენობამ შეადგინა - 3 719 ერთეული, ღირებულებით - 141 840 ლარი.