გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 – 28 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დღის საათებში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსამდე მოიმატებს, 27 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა 27 თებერვალს ბარში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 28 თებერვალს გამოიდარებს და +12, +17 გრადუსამდე დათბება.
თბილისში 27 თბერვალს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 28 თებერვალს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
1 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 2 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (ძირითადად, დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში), მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–5-ბალიანი შტორმი.
აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.