თბილისის მერია დიდუბის პანთეონში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის საფლავის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 934 ლარია.
აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა. იგი 1922 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ბათუმში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1943 წელს. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, 1972–78 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1965).
სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება", დაიცვა 1963 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - ღირსების ორდენი
- 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს მეფეები (რედაქტორი). - თბილისი, ნეკერი, 2007. - 282გვ.
- მეფე ბაგრატ მესამე : ნარკვევი (ავტორი). - ქუთაისი, საგამომც. ცენტრი, 2002. - 84გვ.
- რა არის "ქართლის ცხოვრება" (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989. - 118გვ.
- ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966. - 150გვ.
- რუსთაველის ეპოქა : სამეცნიერო პოპულარული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 100გვ.