
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“ დააჯარიმა.
სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა და მისი განადგურება დაევალათ.
„ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად აკონტროლებს აღნიშნულ საკითხს“, - აცხადებს სააგენტო.