Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თუ თურქეთს შეეწირები, დროშას გადაგაფარებთ" - ერდოღანი 6 წლის გოგოს მიმართავს

27 თებერვალი, 2018 18:16

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს 6 წლის გოგოსთვის ნათქვამი სიტყვებისთვის აკრიტიკებენ, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება, თუკი თურქეთს შეეწირება. 

ერდოღანმა მტირალი გოგონა, 6 წლის ამინე ტირასი პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას შენიშნა და სცენაზე აიყვანა. „მას ჯიბეში თურქეთის დროშა უდევს. თუკი იგი თურქეთს შეეწირება, ღვთის ნებით, ამ დროშას გადავაფარებთ", - უთხრა პრეზიდენტმა დარბაზში მსხდომთ.

პრეზიდენტის სიტყვებს კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეების თქმით, მან ბავშვს სიკვდილი არ უნდა უსურვოს და მით უმეტეს არ უნდა თქვას, რომ ეს უფლის ნებით მოხდება. 

haaretz.com-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერდოღანი ხშირად ესწრება ღონისძიებებს, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბავშვები ეროვნული სულისკვეთების ლექსებს კითხულობენ.

ყოფილმა მინისტრმა, იასარ ოკუტანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბავშვებს 2019 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ელექტორატის მოსაზიდად იყენებს და განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, იგივე საკუთარ შვილიშვილს უსურვოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^