Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გორის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს 14 წევრიდან 10 კაცი იქნება

27 თებერვალი, 2018 18:56

გორის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება. შესაბამისი დებულება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.  საბჭოს სავარაუდო შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას გორის სათემო რადიო „მოზაიკა“ აქვეყნებს. 

გენდერული თანასწორობის საბჭო14 ადამიანს გააერთიანებს და მათგან 10 კაცი იქნება. საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს თანამდებობის პირები შედიან. შესაბამის განკარგულებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები კენჭს მარტში უყრიან.

რადიო „მოზაიკის“ ინფორმაციით, გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის შერჩეული ადამიანები არიან:

დავით რაზმაძე - საკრებულოს თავმჯდომარე;
მარლენ ნადირაძე - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
კობა ბერიანიძე - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
მიხეილ გოგინაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე;
დავით გუდაძე - სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე;
ივანე კორინთელი - საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარე;
ზაქარია მებადური - ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე;
თამარ მურალოვი - ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე;
ზვიად საბანაძე - ფრაქცია „ევროპული შენების“ თავმჯდომარე;
ბექა ქორჩილავა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის“ თავმჯდომარე;
ზურაბ ყაჯრიშვილი - ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
ლიანა ჩლაჩიძე - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე;
ლამარა შაყულაშვილი - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტის გამგეობის თავმჯდომარე;
ეკატერინე კაპანაძე - გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

„საბჭო განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^