ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა. 14 წლის მოზარდს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა.
ორბელიანის მოედანზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი მინა მოსწავლეებს დაეცა. დაშავებულია 6 მოსწავლე. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.