პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს.
სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად", - ნათქვამია განცხადებაში.
ორბელიანის მოედანზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა. შენობიდან ჩამოვარდნილი მინა მოსწავლეებს დაეცა. დაშავდა 5 მოსწავლე, 1 მათგანი კი გარდაიცვალა.