ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ორბელიანის მოედანზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა. შენობიდან ჩამოვარდნილი მინა მოსწავლეებს დაეცა. დაშავდა 5 მოსწავლე, 1 მათგანი კი გარდაიცვალა.