
28 თებერვალს, ადგილობრივი დროით 16.00-ზე ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს.
ქციის მიზანი 2018 წლის 23 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, დამნაშავეების დასჯა და მასთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება იყო.
“ტატუნაშვილის საქმე წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის კიდევ ერთ ფაქტს. რუსეთის ფედერაცია ანგარიშვალდებულია ყველა მსგავსი შემთხვევის ფაქტზე, რადგან ისინი აკონტროლებენ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიას. ჩვენ მოვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას და დამნაშავეთა დასჯას” - ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, 121 ადამიანი დააკავეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.