Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ველობილიკი მოეწყობა

01 მარტი, 2018 16:20

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ველობილიკი მოეწყობა. ამ მომსახურებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2-დან 5 მარტამდე გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 860 ლარია. 

სატენდერო პირობების თანახმად, ველობილიკი დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩებს, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და მთავრდება პეკინის ქუჩაზე, სადაც უნდა მიუერთდეს არსებულ ველობილიკს.

საპროექტო ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ-ია, ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით უნდა იყოს 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე - 3 მ.

„მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს საპროექტო უბანზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი საგზაო სამოსის გათვალისწინებით ახალი ველო-ბილიკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. გეგმაში ველო-ბილიკი ძირითადად უნდა მოეწყოს ტროტუარის გვერდით არსებულ გზის სავალ ნაწილზე, ხოლო სიმაღლეში უნდა დაპროექტდეს ისეთ დონეზე, რომ გათვალისწინებულ იქნას წყლის აცილება, როგორც საპროექტო ბილიკზე, ასევე არსებულ ტროტუარზე და დარჩენილ გზის სავალ ნაწილზე. ამისათვის საჭირო გახდება ტროტუარის ბორდიურთან არსებული სანიაღვრე ჭების დემონტაჟი და ახალი ჭების მოწყობა ველო-ბილიკის ახალ ბორდიურებთან“,- ვკითხულობთ სატენდერო პირობებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^