Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი ტატუნაშვილის დაღუპვაზე: დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან , ეს არის ჩემი სიტყვა

02 მარტი, 2018 11:07

ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში იყოს  გადმოსვენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სამძიმარი ვუთხარი ოჯახს, ჩამოვედი და მივაწოდე  ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ. საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ უმოკლეს დროში იყოს ცხედარი გადმოსვენებული.

ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით იქნეს დისკრედიტებული.

საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით, რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან , ეს არის ჩემი სიტყვა“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი ვერ მიიღო და სხდომა დატოვა.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. 

ტატუნაშვილის ოჯახს ექსპერტიზის დასკვნამდე ცხედრის გადმოცემაზე უარი უთხრეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^