საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საინფორმაციო კამპანიაში მოხალისეთა ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს.
„იგეგმება მოხალისეების ჩართვა რეგიონებში და ეს იქნება საინფორმაციო კამპანიის ნაწილი. ისინი ინფორმაციის გავრცელებაში დაგვეხმარებიან. საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება“, - უთხრეს „ლიბერალს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.