Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს

03 მარტი, 2018 19:53

„რაგბი ევროპის" 2018 წლის მესამე ტურის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთს 23:10 მოუგო. 

სოსო მათიაშვილმა სამი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა. შემდეგ საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა ტექნიკური ლელო დააფიქსირა. ხოლო, საფინალო სასტვენამდე გიორგი მელქიძემ ლელო დადო, რასაც მათიაშვილის შესრულებით ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.

ესპანეთმა თბილისში გამართულ მატჩში ერთი ჯარიმა და ლელო (აგრეთვე ზუსტი გარდასახვა) მიითვალა.

2000 წლიდან დღემდე ესპანეთს საქართველოს ნაკრები ყოველ წელს ხვდება. დღეს „მიხეილ მესხის სტადიონზე" გამართული შეხვედრის ჩათვლით, 19 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 15 მოიგო, 3-ჯერ დამარცხდა, 1 - კი ფრედ დაასრულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^