Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰესების წინააღმდეგ სვანების პროტესტი გრძელდება - სვანეთის თემთა შეკრების საერთო მიმართვა

05 მარტი, 2018 12:48

4 მარტს მესტიის ცენტრში სვანეთის ყველა თემის წარმომადგენელი შეიკრიბა. ისინი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, პროტესტს განაგრძობენ. გუშინდელ შეხვედრაზე სვანეთის თემთა შეკრებამ საერთო განაცხადიც შეიმუშავა და ყველა თემში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ განაცხადის ტექსტს:

„ქრისტესშობიდან 2018 წლის 4 მარტს, ზემო სვანეთში, მესტიაში შეკრებილი ლალხორის წარმომადგენლები ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ:

1. ჩვენთვის წმიდათაწმინდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სვანეთის ულამაზესი და უნიკალური მიწა-წყალი და ბუნება, სვანეთის გამორჩეულად მშვენიერი და ბრწყინვალე ბუნების დაცვა და პატრონობა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმაღლეს მოვალეობას და აქედან გამომდინარე საშვილთაშვილოდ ვკრძალავთ სვანეთში უკლებლივ ყველა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ხელყოფს, აზიანებს, ასახიჩრებს, ანგრევს და აპარტახებს სვანეთის უნიკალურ ბუნებას!

2. კატეგორიულად და საბოლოოდ ვკრძალავთ მთელს სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ყველა ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისათვის მავნებელ, საზიანო და დამანგრეველ სამუშაოების ჩატარებას! ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის: ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალაჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტ ჰესს!

3. ამასთან ვადასტურებთ უტყუარ ისტორიულ ჭეშმარიტებას სვანების უძირძველეს ქართულ მოდგმად და ქართველი ერის ერთ-ერთ ფუძეტომად არსებობის შესახებ. სვანეთი და სვანები სულ ცოტა 55 საუკუნე ღირსეულად და ერთგულად მოჰყვება საქართველოს და ქართველი ერის მრავალათასწლოვან ისტორიას, რომ მთელი თავისი უხანგძლივესი ისტორიული ყოფიერების განმავლობაში სვანები და სვანეთი ყოველთვის იყო, არის და სამომავლოდაც იქნება ქართველი ერისა და საქართველოს სისხლხორცეული, შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. გამომდინარე  აქედან გამიზნულად ვუჭერთ მხარს სვანეთის ეკონომიკურ, სოციალურ დაკულტურულ განვითარებასა და აღორძინებას კონკრეტული დარგების დაწინაურების მიმართულებით. ვაცხადებთ, რომ სვანები წარმოვადგენთ ძირძველ მკვიდრ, აბორიგენ, ავტოქტონურ მოსახლეობას, სვანეთში სვანეთზე ყოველმხრივი უპირატესობისა და პრიორიტეტულობის ლეგიტიმური უფლებამოსილებებით!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, გაეროსგან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას. შესაბამისად, მოხდეს ჩვენი ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება. ასევე როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით ჩვენთან შეთანხმების გარეშე არ უნდა განხორციელდეს არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.

ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების განახლება/გაგრძელება აღიქმება შეგნებულ პროვოკაციად, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას.

მოვითხოვთ სასწრაფოდ დააფიქსიროთ თქვენი ოფიციალური პოზიცია დააფიქსიროთ და შეგვატყობინოთ წერილობითი ფორმით.

დიდება უფალს და ფარავდეს ღმერთი სვანეთსა და სრულიად საქართველოს!", - ვკითხულობთ წერილში.

აღნიშნული განცხადებით სვანები მიმართავენ: 

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს;

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს;

საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას;

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს: მსოფლიო ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^