Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის ვადამ კიდევ 2 თვით გადაიწია

05 მარტი, 2018 15:23

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვ კიდევ 2 თვით გადავადდა. გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კანონპროექტის განხილვის გადავადების შესახებ წინადადება სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ წამოაყენა.

„პარლამენტს, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მიმდინარეობს განხილვა ნარკოკანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. მე ჩავერთე ამ პროცესში., პრაქტიკულად, ყველა მხარეს შევხვდი და მომავალშიც კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები. რა თქმა უნდა, განხილვები და შეთანხმების პროცესი წინ მნიშვნელოვნად არის წასული იმ მთავარ მიზნებთან დაკაშირებით, რომელიც ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს. შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულია შეთანხმება ჩვენს გუნდშიც. პირველი, ეს არის პრევენციის მექანიზმის გაძლიერება, რათა დავიცვათ მომავალში ნარკოტიკების ზიანისგან ჩვენი შვილები  და ახალგაზრდები, მომავალი თაობა; მეორე - ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ უწყებებს, ებრძოლონ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას, ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს; მესამე - ნარკოდამოკიდებული პირებისთვის შევქმნათ უკეთესი მარეგულირებელი გარემო და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რომ მკურნალობის რეაბილიტაციასა და ზიანის შემცირების სერვისი მიიღონ შეუფერხებლად, და მეოთხე მიზანი - შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, სადაც ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მონაცემები, ინფორმაცია მოიყრის თავს. მოხდება ამის ანალიზი და მომავალში გადაწყვეტილებები ამაზე იქნება დაფუძნებული.

თუმცა ამ საკითხების გარშემო არაერთი ტექნიკური საკითხია, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის სრულად მიღწეული, ამიტომ პირადად მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ კანონპროექტის განხილვამდე კიდევ ავიღებთ 2-თვიან ვადას და საბოლოოდ შევაჯერებთ იმ თემებს. ასევე, განვიხილავთ საბიუჯეტო მაჩვენებელსაც, თუ რა რესურსი დასჭირდება პრევენციისა და სერვისების გაფართოებას.

გთავაზობთ, რომ საკომიტეტო განხილვის ვადა გადავწიოთ ამ პერიოდით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თებერვალში, ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა 3 კვირით გადავადდა.

პარლამენტში ივნისში დარეგისტრირდა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ახლავს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.

დეკემბერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის ვადამ 3 კვირით გადაიწია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^