Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სირიელი ბიჭის ისტორია ვირუსული ფოტოს მიღმა

05 მარტი, 2018 18:21

გაეროს თანამშრომლებმა Twitter-ზე უდაბნოში მარტოდ მიმავალი 4 წლის სირიელი ბიჭის ფოტო დადეს, რომელმაც ინტერნეტში ვნებათღელვა გამოიწვია.

ფოტომ ბევრი ადამიანი შეძრა და ბიჭს გულშემატკივარიც გამოუჩნდა, მაგრამ შემდეგ გაეროს თანამშრომლის მიერ გადაღებული სხვა ფოტოსურათი გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ მარვანი, სირიელი ბიჭი, უდაბნოში ოჯახთან ერთადაა.

ამის შემდეგ მარვანის გულშემატკივართა რაოდენობამ იკლო, ფოტომ კი Twitter-ის მომხმარებელთა კრიტიკა დაიმსახურა. The Guardian მარვანის ისტორიას სტატიით გამოეხმაურა.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დაღლილი მარვანი ლტოლვილთა ჯგუფს და თავის ოჯახს ჩამორჩა. ამ დროს მივიდნენ მასთან გაეროს თანამშრომლებიც. ამ შეხვედრის შემდეგ ბიჭი 10 წუთში დაუბრუნდა დედას.

იორდანიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი ენდრიუ ჰარპერი The Guardian-თან განმარტავს, რომ ადამიანებმა  არასწორად აღიქვეს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ფოტო.

„პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ბიჭი დროებით, ცოტა ხნით ჩამორჩა ოჯახს. ისინი წინ მოდიოდნენ, მარვანი კი, დაღლილი, ჩამორჩა. ეს არის ფოტოს ისტორია“, - უყვება UNHCR-ის პრესსპიკერი The Guardian-ს. „არადა, მთავარი ამბავი ისაა, რომ ამ ხალხმა ძალიან დიდი მანძილი გამოიარა, რათა სამშობლოდან გაჰქცეოდა სიკვდილის საფრთხეს.“

მარვანი - ეს სახელი 4 წლის ბიჭს გაეროს თანამშრომლებმა მისი იდენტობის დაფარვის მიზნით შეურჩიეს. „ფოტოს გადაღებისას ის უკვე სირიისა და იორდანიის საზღვართან იყო, უდაბნოში. სიცხის მიუხედავად, მარვანს თბილად აცვია - სვიტერი, შარვალი, ქურთუკი. იქ, ქვიშაში შუადღის სიცხეს ცივი ღამე მოსდევს.“ - წერს გამოცემა.

The Guardian წერს, რომ გაეროს მონაცემებით, მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა ქვეყანა სირიაში ომის დაწყების შემდეგ. მათი უმეტესობა მეზობელ ქვეყნებში: იორდანიაში, თურქეთში, ლიბანსა და ერაყში ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს. ბევრმა საცხოვრებელი იძულებით თავად ქვეყნის შიგნითაც გამოიცვალა. 

„ბავშვების ნაწილს ოჯახიც ირგვლივ ჰყავს, მაგრამ სხვები - უმეტესად თინეიჯერები ქვეყნის საზღვარს მარტოებიც კვეთენ. სირიაში პატარები ხშირად ხდებიან სიკვდილის, ძალადობის, ნგრევის მოწმე. ამის გამო ისინი ფსიქიკური ტრავმებს იღებენ. ზოგიერთი მათგანი თავადაც დაშავდა, დაავადდა და სწორად ვერ იკვებება. მათ თვეები ან წლებიც კია, სკოლაში აღარ უვლიათ. იუნისეფის მონაცემებით, სირიაში ამ ყველაფრით 5 მილიონზე მეტი ბავშვი იტანჯება.“ - წერს The Guardian.

ფოტო: Andrew Harper/UNHCR/Twitter; Jared Kohler/UNHCR/Twitter

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^