მელოტი ადამიანების შიშით დაწყებული, ჭიპის შიშით დასრულებული - ადამიანები ასობით დასახელების ფობიით იტანჯებიან. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ჩნდება ახალი შიში, მაგალითად ტექნოფობია ან ნომოფობია.
ნახეთ 25 უცნაური ფობია, რომელიც ადამიანებს აწუხებთ:
ტუროფობია - ყველის შიში
სომნიფობია - ძილის შიში
კოულროფობია - კლოუნების შიში
დენდროფობია - ხეების ან ტყის შიში
ომფალოფობია - ჭიპის შიში
ნომოფობია - მობილური ტელეფონის არქონის შიში
პოგონოფობია - წვერის შიში
ტრიპოფობია - ხვრელების შიში
(ფოტოს სანახავად გამოიყენეთ Google)
ბიბლიოფობია - წიგნების შიში
ჩაეტოფობია - თმის ან თმიანი ობიექტების შიში
პედიოფობია - თოჯინების შიში
პედოფობია - ბავშვების შიში
პელადოფობია - მელოტი ადამიანების შიში
მეტროფობია - პოეზიის შიში ან ზიზღი
ოენოფობია - ღვინის შიში
ორნითოფობია - ჩიტების შიში
იტიფალოფობია - ერეგირებული პენისის დანახვის ან წარმოდგენის შიში
ერითროფობია - წითელი განათების, გაწითლების ან წითელი ფერის შიში
კატოპტროფობია - სარკეების შიში
ქიონოფობია - თოვლის შიში
ქოროფობია - ცეკვის შიში
ქრომეტოფობია - ფულის შიში
ეფებიფობია - თინეიჯერების შიში
გენუფობია - მუხლების შიში
ჰიეროფობია - მღვდლების ან რელიგიური ატრიბუტიკის შიში