Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მე ვარ ქალი - აღიარე!"- აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად

06 მარტი, 2018 20:59

წლევანდელ 8 მარტს ქალთა მოძრაობა ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას მიუძღვნის.  "მე ვარ ქალი - აღიარე !" - ამ სახელწოდებით აქცია იუსტიციის სახლთან 8 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.

"ტრანსგენდერ ქალებს დღეს მწვავე პრობლემები აქვთ, მათ ხშირად ესხმიან თავს და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმეტესობა განდევნილია საკუთარი ოჯახიდან, მათ თითქმის არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას სამართლდამცავებისაგან, ექიმებისა და სხვა იმ პროფესიის ადამიანებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან, დაეხმარონ მათ." - წერია აქციის მიმართვის ტექსტში. 

ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა.

აქციის ერთ-ერთი მოთხოვნაა იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას. 

"სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ამისათვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ვთხოვთ, გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე." 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^