ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, ერთ-ერთ მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ უთხრეს, მაღაზიაში თოფის წამალი და დენთი აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მშუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლი ჩააქრო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.