თბილისის მერი, კახა კალაძე მერობის ყოფილ კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს უქნარასა და ნაცარქექიას უწოდებს. ამის შესახებ კალაძემ, ელისაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტი გააკრიტიკა.
„გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ, ვალდებული ვარ, ეს დაპირება შევასრულო. აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისში „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელად დედაქალაქის მერმა გუშინ სერგი გვარჯალაძე დანიშნა.