“ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ჟურნალისტის კითხვაზე ”სად იყო ნატო როცა ჩვენ ტერიოტორიები დავკარგეთ და წაიღო რუსეთმა ?” უპასუხა, რომ 90 -იან წლებში რუსეთში პროდასავლური ხელისუფლება იყო.
“როცა ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ მაშინ რუსეთს პროდასავლური ლოთი ელცინი და მისი გუნდი, ლიბერალები, მართავდნენ, რომლებიც ისეთივე მარიონეტები იყვნენ ვაშინგტონის როგორიც დღეს არის ჩვენი ხელისუფლება. ერთი ზარი რომ განხორციელებულიყო ვაშინგტონიდან ელცინის კაბინეტში სოხუმს არ დავკარგავდით. სოხუმი არ აიღოთო ამერიკელებს რომ ეთქვათ არ აიღებდნენ სოხუმს.” - განაცხადა გადაცემაში ჯონდი ბაღათურიამ.
გასულ კვირაში საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა.
წერილის ავტორები დიპლომატიურ კორპუსს მიუთითებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისას საქართველო ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკა, მისი ხალხი კი მდიდარი იყო. დამოუკიდებლობის შემდეგ არჩეულმა პროდასავლურმა კურსმა და ნატოსკენ სწრაფვამ კი გამოიწვია ქვეყნის განვითარების შეფერხება, ტერიტორიული მთლიანობის შლა და ხალხის გაღატაკება. როგორც წერილის ავტორები მიიჩნევენ, რუსეთთან ომის გამო ტერიტორიების დაკარგვა სწორედ საქართველოს მოკავშირეების ბრალია. ასევე ისიც, რომ მათი თქმით, 5.5 მილიონიანი მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლები დარჩა.
მიმართვის ერთ-ერთ ხელმომწერია ჯონდი ბაღათურია.