Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძლიერმა ქარმა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ხე წააქცია

09 მარტი, 2018 19:06

ძლიერმა ქარმა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ხე წააქცია და სავალი ნაწილი ჩახერგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს შესაძლოა ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. 
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა მერია მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, რომ დაიცვან უსაფრთხოების მოთხოვნები.

„მოვუწოდებთ სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით“,-აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^