
ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
„მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და გამოიძახონ სამაშველო ჯგუფები“,- ნათქვამია განცხადებაში.