ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინოშვილის ქუჩაზე ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.