Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

30 ათასი გაჩეჩილაძის უცხოეთში სამკურნალოდ - ფინანსური ტვირთის შემსუბუქების პროგრამა

12 მარტი, 2018 13:09

თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძეს საზღვარგარეთ მკურნალობის დასაფინანსებლად 30 000 ლარი გამოეყო.  შესაბამისი დოკუმენტაცია „ერთაინი ნაციონალური მოძრაობის “ წევრებმა გამოითხოვეს.

დოკუმენტში, რომელსაც ოპოზიცია აქვეყნებს წერია, რომ 2017 წლის 13 დეკემბერს თბილისის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყო სამი მოქალქის მკურნალობის ასანაზღაურებლად, მათ შორის, ერთ-ერთია პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძე. დოკუმენტს ხელს თბილისის მერი კახა კალძე  აწერს.  

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ იმ ფონზე როდესაც სოციალურად დაუცველებს თვეების ლოდინის შემდეგ დახმარებაზე უარს ეუბნებიან, გაჩეჩილაძისთვის საზღვარგარეთ მკურნალობაში სოლიდურ თანხის გადარიცხვა, უსამართლობაა.

„სოციალურად დაუცველებისთვის ხშირად არ არსებობს 20 ლარიც კი რომელიც მედიკამენტებისთის სჭირდება და უარს ეუბნებიან, თუმცა ბიუჯეტიდან საკუთარ ძმაკაცებს, ახლობლებს და „ქართული ოცნების" შემომწირველებს 10 ათასობით ლარით აფინანსებენ ხოლმე. სრული ნონსენსია, როდესაც ლევან გაჩეჩილაძეს როემლიც დეკლარირებულად მილიონერია, ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარით აფინასებ",- ამბობს ტელეკომპენია „რუსთავი 2-თან“ საუბარში თბილისი საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  ლევან ხაბეიშვილი.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბარში აცხადებს, რომ იმ პირების სოციალური მდგომარეობის შესწავლა, ვინც მკურნალობისთვის ფინანსურ დახმარებას ითხოვს, თანხის მისაღებად აუცილებელი პირობა არ არის. ჩივიაშვილი ამბობს, რომ ყოველთვის იქნება ისეთი ვისაც უარი ეთქვა, მაგრამ ძირითადი ნაწილი ყოველთვის დაკმაყოფილებული იქნება.

„არ არის ჯანდაცვის სამსახურის პრეტოგატივა, რომ შეისწავლოს სოციალური პირობები კონკრეტული ადამიანის ვინც ითხოვს თანხას. ეს არ არის მიზნობრივი პროგრამა ეს არის ფინანსური ტვირთის შემსუბუქების პროგრამა. გვარებს არ ვაქცევთ ყურადღებას და არც პარტიულ კუთვნილებას", - ამბობს გელა ჩივიაშვილი.

ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და  კომპანია „Georgian Wines and Spirits" (GWS) დამფუძნებელია. ეს კომპანია 1999 წელს „წლის კომპანიად“ დასახელდა, თავად გაჩეჩლაძე კი „წლის ბინესმენად“ (მოგვიანებით გაჩეჩილაძემ კომპანიაში საკუთარი წილი გაყიდა). ამავე წელს დაიწყო მან პოლიტიკური კარიერა და „მოქალაქეთა კავშრიდან" პარლამენტის წევრი გახდა. მალევე მან დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია „ახალი მემარჯვენეები“. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თბილისი საკრებულოს წევრი გახდა. ის მხარს უჭერდა „ვარდების რევოლუციას“, სწორედ ამ მიზეზეით 2003 წელს მან „ახალი მემარჯვენეები“ დატოვა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნევზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^