„ლიბერალი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება 1500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
სრული სამუშაო განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
• სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) „ლიბერალის“ გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;
• „ლიბერალის" ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით;
• Facebook-ის და Instagram-ის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;
• ონლაინგამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
• სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი.
მოთხოვნები:
• ინგლისური ენის ცოდნა;
• სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
• გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი;
• გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სოციალური მედიის მენეჯერი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 18 მარტი. არასრული განაცხადები არ განიხილება.
„ლიბერალი" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებს, ახალ ამბებს და განსხვავებულ თვალსაზრისებს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.