
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13 მარტს თბილისის ზოგ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
იხილეთ განრიგი რაიონების მიხედვით:
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყალსადენის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00-დან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებთ შეეხება.
ვაკის რაიონი
ვაკეში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შატბერაშვილის ხევის, ნინო ჟვანიას და რამაზ შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებთ.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პიკასოს ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ელგუჯა ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებთ.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ნაძალადევში 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის და ნუშის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, მიხეილ ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებთ.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.