Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასულიერო და საერო პირები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართვას ავრცელებენ

13 მარტი, 2018 13:36

სასულიერო და საერო პირების ნაწილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. მიმართვის ავტორების შეფასებით, „სამარცხვინო და დანაშაულებრივია კანონპროექტი“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ არის ინიცირებული. 

„სახელმწიფოსთვის და მთელი ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და აქტუალური თემა გახლავთ ნარკომომხმარებელთა ზრდისა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის საკითხი. 

ნარკოტიკებმა ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაფიქრებს ჩვენი მომავალი თაობის ბედი, მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა საჭიროებს რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მაქსიმალურად შემცირებას.

სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივია კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მხარდაჭერილია პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

პროექტი აშკარად ემსახურება ნარკომოვაჭრეთა ინტერესებს და ნარკორტიკული საშუალებებით ვაჭრობისა და გავრცელების ხელშეწყობას. პროექტის მიხედვით, „სისხლის სამართლის" და „ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს: „ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დამზადება, წარმოება, გადატანა და გადაზიდვისთვისთვის" პატიმრობის გაუქმებასა და ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქმედება ხორციელდება დიდი რაოდენობით ნარკოტიკის, ჯგუფურად, არაერთგზის და თანამდებობის გამოყენებით, ასევე ნარკოტიკულ საშუალებათა საქართველოში იმპორტისთვის, ექსპორტისვის ან საერთაშორისო ტრანზიტისთვის პატიმრობის გაუქმებას და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას. 

ეს, რა თქმა, გამოიწვევს სამართალდამცავი ორგანოების პარალიზებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, გაზრდის ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვას.

მოგმართავთ, არ დაუშვათ კანონპროექტის ამ სახით მიღება. გთხოვთ, შეთანხმებისამებრ ჩვენი წარმომადგენლები ჩართოთ სამუშაო ჯგუფში“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი

გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი

ნინოწმინდისა და საგარეჯოს მთავარეპისკოპოსი ლუკა

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი

მღვდელმონაზონი ბასილი (ანთაძე) - წმ. ბასილი დიდის სახ. მონასტრის წინამძღვარი

დეკანოზი დავითი (ისაკაძე) - წმ. დიდმოწამე მარინეს სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი დავით (ქვლივიძე) - ვაშლიჯვრის ნათლისღების სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი დავით (ნოზაძე) - წმ. მარკოზ ეფესელის სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი არჩილ (ქიტუაშვილი) - კაზრეთის სამების სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი გურამი (გამცემლიძე) - წმ. სამი მღვდელმთავრის სახ. ეკლესიის წინამძღვარი

პროფესორი გიორგი ნანეიშვილი - ექიმი - ფსიქიატრი

პროფესორი ომარ სამუშია - ექიმი - ნევროლოგი

პროფესორი გულიკო ჩაფიძე - ექიმი კარდიოლოგი

ჯონდი ბაღათურია

გოჩა ჯამარაული - ფეხბურთელი

ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური ჩემოიონი

გიორგი კანდელაკი - ექიმი, ინფექციოლოგი

დიმიტრი ლორთქიფანიძე - უფლებადამცველი

პროფესორი ანზორ თოთაძე - დემოგრაფი

მღვდელმონაზონი ილია (ჭოველიძე) - გურჯაანის წმ. სამების ტაძარი

მამა რაფაელი (ხელაშვილი), იღუმენი - გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი

მღვდელმონაზონი მაკარი (თოლორაია)- გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი

დეკანოზი ამირანი (გოგლიძე) - კარდენახის საბაწმიდის ტაძარი

მღვდელი თეიმურაზი (ბიწკინაშვილი) - შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

მღვდელი ნოდარი (არსენიშვილი) - ქოდალოს ტაზრად მიყვანების ტაძარი
მღვდელი

შოთა (ორველაშვილი) - კაჭრეთის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი ნოდარი (წიკლაური) - ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი გიორგი (ქუმსიაშვილი) - ბაკურციხის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი ვაჟა (სონღულაშვილი) - გურჯაანის წმ. სამების ტაძარი

მღვდელი ილია (ჯანიაშვილი) - კალაურის წმ. ნინოს ტაძარი

მღვდელი მარკოზი (შაკიაშვილი) - ვეჯინის წნ. გიორგის ტაძარი

დეკანოზი ბასილი (ფილფანი)
ბერ-დიაკონი კოზმა
არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე)

მღვდელი არჩილი (ბურჯანაძე)

იღუმენი შიო (გელაშვილი)

მღვდელმონაზონი ლაზარე (აბრამიძე)

იღუმენი ექვთიმე (ახვლედიანი)

ბერი იოსები (ამირანაშვილი)

იღუმენი კვირიკე (გაზდელიანი)

იღუმენი დემეტრე (გიგანი)

დეკანოზი გიორგი
მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი) - სოფ. დიღმის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი

მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი) - სოფ. დიღმის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი

მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე)

დეკანოზი თადეოზი (სარალიძე)

დეკანოზი ბასილი (იაშაღშვილი)
მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე)
მღვდელი აკაკი (გომართელი)
მღვდელი გიორგი (შუკაკიძე)
მღვდელი ფოტი (ზუმბაძე)
დიაკონი დავითი (შალამბერიძე)

დეკანოზი ვახტანგი (დავითაშვილი)
დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი)
მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე)ვ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^