Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GWP-ის ახალი წყალმომარაგების სისტემა ბეთანიასა და კვესეთში

13 მარტი, 2018 15:48

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი  მთაწმინდის რაიონში, ბეთანიასა და კვესეთში დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 30 კილომეტრიან  წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს. ამასთან ერთად, სისტემის სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება.  პროექტში კომპანია  4.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ამ დასახლებებში, აქამდე, წყალმომარაგების ქსელი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბეთანიასა და კვესეთის მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება. მსგავსი ტიპის პროექტები თბილისის ზედა ზონებში, ივერთუბანში და კაკლების დასახლებაშიც მიმდინარეობს.

ამ მომენტში,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სისტემას 26 წერტილში ანახლებენ. კომპანია 2018-20 წლებში ინფრასტრქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტი კვლავაც თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^