Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს 2082 სკოლიდან მხოლოდ 17-ია სათანადოდ ადაპტირებული - აუდიტის დასკვნა

13 მარტი, 2018 20:35

2015-2016 წლებში აუდიტის სამსახურმა ინკლუზიური განათლების სისტემა შეისწავლა. 2016 წლის მონაცემებით, ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართულია 6,254 მოსწავლე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 1,235 სკოლაში სწავლობს.

2016 წელს სკოლებში ინკლუზიური სწავლების ხელშესაწყობად ზოგადი განათლების მიმართულებით 11 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა; 

ანგარიშის ერთი ნაწილი სკოლების ინფრასტრუქტურას ეხება.  

ქვეყანაში არსებული 2082 საჯარო სკოლიდან სათანადოდ ადაპტირებულია მხოლოდ 17 საჯარო სკოლა, რომელსაც ერთდროულად აქვს: ლიფტი, პანდუსი, მორგებული სანიტარული კვანძი და რესურს ოთახი(ამ მონაცემებში არ შედის, სმენისა და მხედველობის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემო). ამ 17 სკოლიდან ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ირიცხება მხოლოდ 7 სკოლაში.

ქვეყნის მასშტაბით, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები ირიცხებიან 233 საჯარო სკოლაში და მათგან 101 სკოლას პანდუსი არ აქვს, 143 სკოლას - ადაპტირებული სანიტარული კვანძი, 75 - სკოლას კი არც პანდუსი და არც სანიტარული კვანძი, რაც აუდიტის სამსახურის განცხადებით, შეუძლებელს ხდის დამოუკიდებლად გადაადგილებას ეტლით მოსარგებლე მოსწავლისათვის.

დასკვნაში წერია, რომ 2016 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 624 საჯარო სკოლაში მოწყობილია პანდუსი, რისთვისაც საშუალოდ 190,844 ლარი დაიხარჯა; 26 საჯარო სკოლაში დამონტაჟებულია ლიფტი, რაზეც 1,090,856 ლარი იყო გამოყოფილი; 440 საჯარო სკოლაში ადაპტირებულია სანიტარული კვანძები, რაც დაახლოებით 1,159,013 ლარს ითვალისწინებდა. ჯამში, სამივე კომპონენტის მოწყობაზე სხვადასხვა სკოლაში დაახლოებით 2,440,713 ლარია დახარჯული.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ეს თანხა უმჯობესი იქნებოდა მიმართულიყო სხვადასხვა სკოლაში ცალ-ცალკე კომპონენტის მოწყობის მაგივრად, კონკრეტული სკოლების სრულად ადაპტირებაზე, რა შემთხვევაშიც, შესაძლებელი იქნებოდა 54 სკოლის ინფრასტრუქტურული გარემოს სრულად აღჭურვა.

“სკოლებში ცალკეული კომპონენტების მოწყობა ვერ უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე(სსსმ) მოსწავლისთვის  განათლების სრულად ხელმისაწვდომობას და მხოლოდ ერთი ან ორი ელემენტის არსებობის შემთხვევაში, შენობაში ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, რაც აფერხებს განათლების პროცესში მათ ინტეგრირებას”. 

მაგალითად, დასკვნაში წერია, რომ ფოთში, 10 საჯარო სკოლაში განათლებას იღებს ჯამში 27 სსსმ მოსწავლე. ამ სკოლებიდან, 3 მათგანში ჩარიცხულია ეტლით მოსარგებლე 6 მოსწავლე, ინფრასტრუქტურა კი მხოლოდ ერთ სკოლაშია მოწყობილი. ადაპტირებულ და არაადაპტირებულ სკოლებს შორის მანძილი 2,1 კმ-ია.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 1235 საჯარო სკოლაში ჩარიცხულია 6,254 სსსმ მოსწავლე, საიდანაც 312 სკოლას(25%), რომელშიც ირიცხება 883 მოსწავლე, არ აქვს რესურსოთახი. აქვე, ფიქსირდება საპირისპირო შემთხვევებიც, როცა მოცემული მომენტისთვის სკოლაში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე და მოწყობილია რესურს ოთახი.

“აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კონტროლის მექანიზმის არარსებობაა, რომლის მეშვეობითაც, სსსმ მოსწავლისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე უნდა ფასდებოდეს რამდენად ადაპტირებულია ინფრასტრუქტურული გარემო და შესაძლებელია თუ არა სსსმ მოსწავლისთვის მოცემულ სკოლაში განათლების მიღება. ამასთანავე, იკვეთება სამმართველოსა და სააგენტოს შორის სკოლების რეაბილიტაციისას კოორდინაციის ნაკლებობის რისკები, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნებოდა სკოლებში ინკლუზიური სწავლების დანერგვის ხელშეწყობის მნიშვნელობა”, - წერია აუდიტის რეკომენდაციაში. 

სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობის საკითხზე განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოა პასუხისმგებელი. 

აუდიტის დასკვნა "ლიბერალს" შშმ პირთა საკითხების ექსპერტმა, კობა ნადირაძემ მოაწოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^