დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა შესარჩევი კომისია კანდიდატობის ყველა მსურველს გაესაუბრა. სულ 14 კანდიდატს ჰქონდა საბჭოს წევრობაზე განაცხადი შეტანილი. დღეს კომისიამ მუშაობა დაასრულდა და 14 კანდიდატიდან პარლამენტს 12 საუკეთესო შესთავაზა. შეთავაზებული 12 კანდიდატიდან კი პარლამენტმა ბორდის 4 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.
კომისიის მიერ შერჩეული 12 კანდიდატის სია ასეთია:
- მალხაზ ასლამაზაშვილი - რეჟისორი;
- ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი;
- დონარა შონავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
- ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი;
- იზაბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
- ხატია ყურაშვილი - კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
- ზვიად დევდარიანი - სიდას ხელმძღვანელი;
- ბესო ლილუაშვილი - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;
- ნათია სირაბიძე - აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
- ია მამალაძე - ჟურნალისტი;
- ნათია კობერიძე - ჟურნალისტი;
- ბაია პატარაია - საფარის ხელმძღვანელი.