
გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა შესარჩევი კომისია კანდიდატობის ყველა მსურველს გაესაუბრა. სულ 14 კანდიდატს ჰქონდა საბჭოს წევრობაზე განაცხადი შეტანილი. კომისიამ მუშაობა დაასრულდა და 14 კანდიდატიდან პარლამენტს 12 საუკეთესო შესთავაზა. შეთავაზებული 12 კანდიდატიდან კი პარლამენტმა ბორდის 4 ახალი წევრი უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტმა კომისიის ოქმი გამოაქვეყნა. ნახეთ ვინ რამდენი ქულა მიიღო გასაუბრებაზე.