თამარ ბაგრატია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება ბაგრატიამ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.
„მეგობრებო, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს ვტოვებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას. თითქმის სამი წლის განმავლობაში აქ გავატარე ძალიან კარგი და ნაყოფიერი, ამავე დროს რთული წელიწადი. ჩემი სააგენტოს უფროსობიდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ. დამერწმუნეთ, მე მუდამ ვიქნები ჩემი ჩემი ქვეყნისა და გარემოს დაცვის სადარაჯოზე და სტატუსი/სტატუსის არქონა ხელს ვერ შემიშლის ჩემი პრინციპების გატარებასა და იმის მიღწევაში, რომ მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს,კეთილისმსურველს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემს გვერდით იდგა" - წერს ბაგრატია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას ბაგრატია 2015 წლიდან იკავებდა.