„ჩვენი ეპისკოპოსების დელეგაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაოცებულები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაახლოებისა გაგრძელდეს, თუმცა საქართველო ისედაც დგას ამ გზაზე" - ამ სიტყვებით მიმართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აშშ-ის ელჩ იან კელის, რომელიც საპატრიარქოში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით იმყოფებოდა.
პატრიარქის თქმით, საქართველოსთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს წარსულს და გამოვთქვამთ გაოცებას, იმის გამო, თუ როგორ შეძლო და შექმნა ასეთ მოკლე პერიოდში ამერიკამ ასეთი კულტურა, ასეთი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი" - თქვა პატრიარქმა.
მან აშშ-ს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, 20-% საქართველოს ტერიტორიისა დაპყრობილია. ვფიქრობთ, ღვთის შეწევნით და ჩვენი მეგობრების დახმარებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნებული იქნება" - თქვა პატრიარქმა.
იან კელიმ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნლეოვანია, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას როგორც მოდელმა ტოლერანტობისა და მოდელმა დემოკრატიული მმართველობისა.