Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტერეზა მეი: მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

15 მარტი, 2018 11:32

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მუდმივად მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ ტერეზა მეიმ პარლამენტში რუსეთის შესახებ გამართული დებატებისას განაცხადა. 

„დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ეს სხვადასხვა ფრონტზე ხდება და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი დაითხოვა - BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერესა მეიმ მათ ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირა მისცა და „არადეკლარირებული დაზვერვის ოფიცრები" უწოდა.

ბრიტანეთი რუსეთს დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს. ისინი  საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. 

რუსეთმა სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან კავშირი უარყო. დიპლომატების გაძევების გარდა, ლონდონმა მიწვევა გაუუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. 

ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წარმომადგენელბი კი არ დაესწრებიან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ზაფხულში, რუსეთში გაიმართება. ასევე, გამკარცდება რუსეთიდან ჩასული კერძო თვითმფრინავებისა და რუსეთის მოქალაქეთა საბაჟო კონტროლი.  თუმცა  პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან კონტაქტების სრულად შეწყვეტა არ შეესაბამება დიდი ბრიტანეთის ინტერესებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^