
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური კავშირის კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული მომსახურეობის სუბსიდირებისთვის “მაგთიკომს” და “ჯეოსელს” წერილობითი გაფრთხილება მისცა.
კომისიის ინფორმაციით, დასრულდა ბაზრის მოკვლევა და დადგინდა, რომ „მაგთიკომსა“ და „ჯეოსელს“ კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურეობის ფარგლებში ზარალი დაუფიქსირდათ.
„ კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ,,მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისთვის, კერძოდ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში კვლავ დაუფიქსირდებათ დარღვევა, ისინი ფინანსურ სანქციებს მიიღებენ.
ტარიფის სუბსირიდების მოკვლევას, საკითხის შესწავლის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოითხოვა კონსოლიდირებულიტენდერით გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომმობილური კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაწეული ხარჯები ბევრად აღემატებოდა ამ მომსახურეობიდან მიღებულ შემოსავლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებებით „შპს „ჯეოსელს“ და შპს„მაგთიკომს“ დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხარებელთა ხარჯზე“,- აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.