Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთხი ქვეყნის ლიდერი სკრიპალის მოწამვლის საქმეს ერთობლივი განცხადებით ეხმაურება

15 მარტი, 2018 18:31

გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მომხდარში ბრალს რუსეთს სდებენ. 

„ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ვგმობთ იმ თავდასხმას, რომელიც აგენტი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მიმართ განხორციელდა ბრიტანეთში 2018 წლის 4 მარტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი შეფასებით, ეს იყო ქიმიკატების პირველი აგრესიული გამოყენება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ქვეყნების ლიდერები ამას დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ამით ასევე დაირღვა ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია და საერთაშორისო კანონმდებლობა. მათი შეფასებით, ეს ყველას უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი დაითხოვა. ბრიტანეთის პრემიერმა, ტერესა მეიმ მათ ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირა მისცა და „არადეკლარირებული დაზვერვის ოფიცრები" უწოდა. 

დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი დაითხოვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^